1995 წლიდან დღემდე, ორგანიზაციაში ეტაპობრივად გაფართოვდა როგორც გუნდის ძირითადი სამუშაო მიმართულებები, ისე მიზნობრივი ჯგუფები. დღეს, CSRDG აქტიურად მუშაობს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ 8 თემატურ მიმართულებას მოიცავს. იმისათვის, რომ სრული სურათი შეგექმნათ თითოეული საქმიანობის საჭიროების, შედეგების და მიღწევების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული მიმართულების ინდივიდუალურ საინფორმაციო გვერდს.
მიმართულების გუნდის მიზანს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობა-ანგარიშვალდებულების ხარისხის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოადგენს
მიმართულების გუნდის მიზანს, სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაძლიერება და ზოგადად სამოქალაქო სექტორის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს
მიმართულების გუნდის მიზანს, რეგიონებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სათემო ლიდერების, სამოქალაქო ორგანიზაციების თუ საინიციატივო ჯგუფების მრავალმხრივი მხარდაჭერა წარმოადგენს
მიმართულების გუნდის მიზანს, ქვეყანაში CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს
მიმართულების გუნდის მიზანს, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს
მიმართულების გუნდის მიზანს, საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება წარმოადგენს, რათა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უკეთ შეძლონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა
მიმართულების გუნდის მიზანს, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვა წარმოადგენს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა
მიმართულების გუნდის მიზანს, სოციალური მომსახურების მიმწოდებელი საზოგადოებრივი სექტორის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს