ჩვენი საიტები
GE

თემის განვითარება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თემის განვითარების მიმართულებით, 1998 წლიდან მუშაობს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზების და მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ გზას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განაპირობებს.

მიმართულების მიზანი, რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სათემო ლიდერების, სამოქალაქო ორგანიზაციების თუ საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერაა.

 

შესაბამისად, პროგრამა თავისი საქმიანობის ფარგლებში, ხელს უწყობს ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას, სათემო ჯგუფების ფორმირებას, მათ ფინანსურ გაძლიერებას და არაფორმალურ განათლებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია წლების მანძილზე ცდილობს სათემო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს შორის გააღრმავოს ქსელური კავშირები და მხარი დაუჭიროს მათ საერთო ინიციატივებს. 

 

დროთა განმავლობაში, პროგრამამ შეძლო იდეის მხარდამჭერების გაერთიანება, დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, თემის განვითარების კუთხით რეგიონში ცოდნის და ექსპერტიზის გაღრმავება და ქსელური კავშირების შექმნა. გარდა ამისა, მრავალწლიანი გამოცდილების და დაგროვილი ექსპერტიზის გაზიარების მიზნით, მიმართულების ფარგლებში 2011 წელს შეიექმნა საინფორმაციო ვებ პორტალი - www.cdrc.ge, რომელიც დღესდღეობით, საქართველოში  თემის განვითარების რესურს ცენტრის როლს ასრულებს.

მიმართულების ძირითადი საქმიანობები

 

2014 წლიდან, თემის განვითარების მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას სათემო ჯგუფების და ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს. საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებას და თემში ადგილობრივი ინიციატივების თუ პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. რათა, სწორედ ამ ჯგუფებმა და ადამიანებმა, ადგილობრივი თემის გაერთიანებით, შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა.

იხილეთ ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტები

 

მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა

 

საერთაშორისო ქსელები და გაერთიანებები

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმართულების ვებგვერდს

მიღწევები და შესაძლებლობები

1998

წლიდან თემის განვითარებისთვის

201

სათემო პროექტი დაფინანსდა 2014 წლიდან

1343356

გაცემული ლარი

336450

ჯგუფების მიერ მობილიზებული თანხა

755

საგანმანათლებლო შეხვედრა

სიახლეები

team

საპროექტო იდეეების საგრანტო კონკურსი: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური მედეგობის მხარდასაჭერად “

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად...

31.07.2024 სრულად ნახვა
იხილეთ მეტი

საინფორმაციო რესურსები

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

თემის განვითარება

ქრაუდფანდინგის ღონისძიების გზამკვლევი

თემის განვითარება