საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური მედეგობის მხარდასაჭერად“.
საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცვალებად სამოქმედო გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობების განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერებისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ და და ააიპ სტატუსის მქონე მოქმედ ორგანიზაციებს, რომელიც საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც პროექტის მიზანსა და ამოცანასთან ნებისმიერი სახის ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 3000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: star.community.grants@gmail.com. საპროექტო იდეის განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 აგვისტო, 18:00.
დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი; ელ.ფოსტა: star.community.grants@gmail.com
გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.
საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 15 აგვისტო. ამის თაობაზე პროექტის ხელმძღვანელები წერილობით პასუხებს მიიღებენ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: star.community.grants@gmail.com