2009 წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, სოციალური მეწარმეობა ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.
მიმართულების მიზანი არის სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.
მიმართულების გუნდი, სოციალურ მეწარმეობას განიხილავს, როგორც წვლილს შემდეგი სფეროების განვითარებაში:
- თანაბარი შესაძლებლობები, ინკლუზიური საზოგადოება და ეკონომიკური სისტემები
- ახლად წარმოქმნილი სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება
- საზოგადოებაში მდგრადი პოზიტიური ცვლილებებისთვის აქტიური მოქალაქეების გაძლიერება
მიმართულების გუნდი, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის მუდმივად ატარებს ტრენინგებს, გასცემს კონსულტაციებს, სოციალურ საწარმოებს უწევს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ატარებს კვლევებს, რომელთა მიგნებების საფუძველზე ვითარდება რეკომენდაციები საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღებ პირთათვის სოციალური მეწარმეობის ქართულ რეალობასთან უკეთ მოსარგებად.
მიმართულების ფარგლებში შეიქმნა ისეთი საგანმანათლებლო კურსები, როგორიცაა სოციალური მიზნებისა და შედეგების დაგეგმვა და შეფასება, სოციალური საწარმოების ფინანსური მენეჯმენტი და სხვა. მიმართულების მომსახურება მოთხოვნადია განვითარების სფეროში მომუშავე ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა DRC, ASB, Hilfswerk, OSGF და სხვ.
2010 წლიდან, ორგანიზაციამ მიმართულების ფარგლებში გასცა 1,359,000 ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა და გააძლიერა 57 სოციალური საწარმო. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის გუნდი მუდმივად ხელს უწყობს სოციალური საწარმოების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ორგანიზაციის მონაწილეობით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, კრისტალმა, შექმნა ახალი პროდუქტი - სოციალურ საწარმოზე მორგებული „სოციალური კრედიტი“, რომელიც უკვე 12-მა სოციალურმა საწარმომ გამოიყენა.
CSRDG-ის აქტიური მონაწილეობით, ჩამოყალიბდა სოციალურ საწარმოთა ალიანსი. ამჟამად, იგი აერთანებს 35 საწარმოს და მისი წევრების რაოდენობა სტაბილურად მზარდია. ალიანსი აქტიურად არის ჩართული სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და მისთვის ხელსაყრელი სამოქმედო გარემოს შექმნის ადვოკატირებაში.
მიმართულების ძირითადი საქმიანობები
ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მარტო სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული ცოდნის დაგროვება-გაზიარებაში, არამედ უშუალოდ სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციაში. კერძოდ:
- მოამზადა და გამოსცა სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე
- შექმნა ვებ პორტალი www.segeorgia.org, რომელიც საინფორმაციო თვალსაზრისით დღემდე ყველაზე მდიდარ რესურსად რჩება სოციალური მეწარმეობის სფეროში
- საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოხდა სოციალური მეწარმეობის საბაკალავრო პროგრამის პილოტირება
"პირველი გავლენის ფონდი საქართველოში - აქციო"
სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, CSRDG-მ საქართველოში სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (social impact investing) პოპულარიზაციაზე დაიწყო მუშაობა. ეს მიდგომა ხელს უწყობს ადგილობრივი რესურსის მობილიზებას სოციალური საწარმოების გაფართოებისა და გავლენის გაზრდის მიზნით. ამ მიზნით, 2022 წლის ივნისში CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) მხარდაჭერით საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" დააფუძნა. აქციო წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა, ინვესტორებისა და მხარდამჭერებისთვის კი სანდო ქმედით მექანიზმს, შეიტანონ წვლილი გრძელვადიანი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა
საერთაშორისო ქსელები და გაერთიანებები
წლიდან სოციალური ცვლილებებისთვის
ლარი მოზიდული ინვესტიცია
დაფინანსებული სოციალური საწარმო
კვლევა სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა (CSRDG) და ბაზისბანკს შორის თან...
1.08.2024 სრულად ნახვაროგორ უჭერენ მხარს გავლენის ფონდები სოციალური საწარმოების განვითარებას?
სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო