ჩვენი საიტები
GE

CSRDG “პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, აცხადებს სოციალური საწარმოების განვითარების საგრანტო კონკურსს

CSRDG “პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, აცხადებს სოციალური საწარმოების განვითარების საგრანტო კონკურსს

კონკურსის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) “პური მსოფლიოსთვის “ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო ჩართულობა, სოციალური პასუხისმგებლობა და კარგი მმართველობა“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათი განვითარების ხელშეწყობასა და მდგრადობის გაძლიერებას.

სოციალური საწარმოების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს მოქმედი სოციალური საწარმოების განვითარებას, გაფართოებას, ხელი შეუწყოს მათ ფუნქციონირებას არსებული სირთულეების პირობებში და გააძლიეროს საწარმოების შესაძლებლობები, რაც ორი ძირითადი მიმართულებით:  

  • სოციალური საწარმოს განვითარება - რაც მოიცავს არსებული პროდუქტის ან მომსახურების გაუმჯობესებას; საქმიანობის ტექნოლოგიური და ინოვაციური მეთოდებით განახლებას; ინტერნეტისა და ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას; საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციასა და ახალი სტრატეგიების შემუშავებას.
  • სოციალური საწარმოს გაფართოება - რაც გულისხმობს ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნას; ახალი რეგიონების ათვისებასა და ადგილობრივ თემებში დასაქმების წახალისებას; საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და პარტნიორული ქსელების შექმნას;

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ასევე, სოციალური სერვისის მიმწოდებელ სოციალურ საწარმოებს:

  • არამომგებიანი (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სტატუსის მქონე სოციალურ საწარმოებს;
  • სამეწარმეო იურიდიული სტატუსის მქონე საწარმოებს, რომელთა წესდებაში ნათლად ჩანს სოციალური მისიის უპირატესობა;
  • საწარმოებს, რომელთა წლიური ბრუნვა მინიმუმ 20,000 ლარს შეადგენს;
  • საწარმოებს, რომლებიც ფუნქციონირებენ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ფინანსური მხარდაჭერა და დაფინანსების პირობები

საგრანტო დაფინანსება (ფულადი ან სასაქონლო ფორმით) შეადგენს მაქსიმუმ 8,000 ევროს ეკვივალენტს ლარში. მიღებული თანხის გამოყენება შესაძლებელია:

  • კრიზისის საპასუხოდ მიმართულ აქტივობებზე, რომელიც საწარმოს მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება;
  • საწარმოო დანადგარებისა და ტექნიკის შეძენაზე;
  • ნედლეულისა და მასალის შესყიდვაზე;
  • მარკეტინგულ აქტივობებზე.

 

განაცხადების წარდგენა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე segeorgia.orgგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მარტი, 18:00 საათი.

 

კონსულტაციები და დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას, Zoom-პლატფორმის გამოყენებით: 14 მარტს, 12:00 საათზე. 

შეხვედრაზე დასწრებისთვის, გთხოვთ, არაუგვიანეს 13 მარტისა, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

 

ასევე, საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, საქართველო სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის გუნდი გამართავს ინდივიდუალურ, ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრებს.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანი სოციალური საწარმოს განვითარების საგრანტო კონკურსის გზამკვლევს 

 

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: social.enterprise.ge@gmail.comekaterine.iluridze@csrdg.ge, nino.gelashvili@csrdg.ge

პროგრამის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი  პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა CSRDG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ცენტრი მას 2009 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.

CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას, დღემდე, 78 სოციალური საწარმოს დაფუძნებასა და გაძლიერებაში აქვს წვლილი შეტანილი, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 2.3 მილიონ ლარს აჭარებს.

გაზიარება