2019 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამწლიანი პროექტი „უფლებაზე დაფუძნებული სოციალური სერვისების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთათვის“. პროექტი საქართველოში სოციალურ სერვისებში ყოვლისმომცველი უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვით ქმნის ახალ, სრულიად უნიკალურ გამოცდილებას. უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების ასამოქმედებლად მუშავდება ყველა საჭირო დოკუმენტი, მომსახურების სტანდარტი და საგანმანათლებლო მასალა.
მიმართულების მიზნია, საქართველოში უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების განვითარება, სადაც დაცული და მხარდაჭერილი იქნება დაუცველ სიტუაციებში მყოფი ადამიანების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებები.
პროექტი მუშაობს სოციალური მომსახურების მიმწოდებელ როგორც ოფიციალურ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათ ბენეფიციარებთან, პოლიტიკის შემქმნელებთან, აკადემიურ წრეებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვ., რათა წინ წამოწიოს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების პოლიტიკა და პრაქტიკა.
მიმართულების გუნდი, სოციალური მომსახურების მიმწოდებელ როგორც ოფიციალურ, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მათ ბენეფიციარებთან, ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
- შესაბამისი პოლიტიკური, სამართლებრივი და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა
- სოციალური მომსახურების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება მათი სოციალური სერვისების შემუშავების, დაგეგმვის, დანერგვისა და შეფასების მიზნით
მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა
წლიდან სოციალური მომსახურებაში
მდე სამუშაო შეხვედრა
მდე მონაწილე
გაცემული გრანტი
გაცემული ევრო
მომსახურების შესყიდვას ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "უფლებებზე დაფუძნ...
3.11.2022 სრულად ნახვაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების მართვისთვის საჭირო დოკუმენტები
პროექტში ჩართული ორგანიზაციების ერთ-ფურცლიანი საინფორმაციო მასალა