ჩვენი საიტები
GE

კარგი მმართველობა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რეგიონში არსებულ რამდენიმე პარტნიორთან ერთად, 1998 წლიდან მხარს უჭერს კარგ მუნიციპალურ მმართველობას. მას შემდეგ, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინიციატივებსა და პროექტებში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

მიმართულების მიზნია, გააუმჯობესოს ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი და გაზარდოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მაჩვენებელი.

მიმართულების ძირითადი საქმიანობები

 

მიმართულების აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მრავალ ქალაქსა და სოფელში, შესაძლებელი გახდა როგორც სათემო ორგანიზაციების ქსელის განვითარება და სამოქალაქო კულტურის გაუმჯობესება, ასევე ხელისუფლებასთან დიალოგი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

მიმართულების გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობების შედეგად, არსებითად გააუმჯობესდა ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესი, ადგილობრივი თვითმართველობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ჩართულობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

 

მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა

საინფორმაციო რესურსები

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კვლევა

კარგი მმართველობა

სტატია საკრებულოს ფრაქციები

კარგი მმართველობა