2004 წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგელობაზე დაიწყო საუბარი. მას შემდეგ, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და ექსპერტიზის ხელმისაწვდომობის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს როგორც ფართო საზოგადოებასთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო სექტორთან და ბიზნეს კომპანიებთან.
მიმართულების მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობის განვითარება.
მიმართულების გუნდის მუშაობის სტრატეგია გულისხმობს ერთის მხრივ, ბიზნეს კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, მათთვის ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა სექტორთან მუშაობას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით.
შესაბამისად, აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში გუნდი ორიენტირებულია, ბიზნეს კომპანიებმა თავიანთ საქმიანობაში დანერგონ CSR სტანდარტები, მედია საშუალებებმა კვალიფიციურად გააშუქონ შესაბამისი თემები, მთავრობამ შექმნას შესაბამისი ინსტიტუციაური და საკანონდებლო გარემო, სამოქალაქო ორგანიზაციება ხელი შეუწყონ სექტორთაშორის თანამშრომლობას.
მიმართულების ძირითადი საქმიანობები
2007 წლიდან CSRDG გახდა გაეროს "გლობალური შეთანხმების" (UN Global Compact) რეგიონალური ქსელის აქტიური წევრი და "ანგარიშგების გლობალური ინიციატივის" (GRI) ორგანიზაციული მხარდამჭერი.
ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა მდგრადი განვითარების ანგარიში GRI სტანდარტების მიხედვით. დღეს ორგანიზაცია საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს კომპანიებს, GRI ფორმატით მდგრადი განვითარების ანგარიშის მოსამზადებლად.
მიმართულების ძირითადი მიღწევები
საერთაშორისო ქსელები და გაერთიანებები
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმართულების ვებგვერდს - CSRGEORGIA.COM
სხვა საინფორმაციო რესურსები
წლიდან CSR-ს განვითარებაში
საათი პრო ბონო მუშაობა
პრო ბონო პროფესიონალი
გადაჭრილი პრობლემა
გაცემული ლარი
2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა", "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკ...
3.07.2024 სრულად ნახვათბილისის მსხვილი ბიზნესი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
ურთიერთკავშირის დამყარება