ჩვენი საიტები
GE

მომხმარებლის უფლებების დაცვა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ ამ მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად მიიჩნევა.

მიმართულების მიზანი, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაა. თავდაპირველად, გუნდი მხოლოდ სურსათის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა. დღეს, დაგროვილი გამოცდილებისა და გაზრდილი მხარდაჭერილი შედეგად, ორგანიზაციის კვლევითი სფეროები გაფართოვდა და მოიცავს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებსა თუ სერვისებს.

 

მიმართულების გუნდის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე  საკანონმდებლო ცვლილების მიღებაში, რამაც საბოლოო ჯამში, სურსათის ბაზრის უსაფრთხოების ხარისხის ზრდა განაპირობა. წარმატებული მუშაობის შედეგად, ორგანიზაციამ მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის სახელი დაიმკვირდა.

 

მიმართულების ძირითადი საქმიანობები

 

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულების გუნდი, www.momxmarebeli.ge და ფეისბუქის გვერდის საშუალებით მოქალაქეებს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაცია და ასევე, უწევს კონსულტაციებს მომხმარებლის უფლებების სხვადასხვა საკითხებზე. 

 

გარდა ამისა, მომხმარებლების მომართვიანობის შედეგად ორგანიზაცია ახდენს სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის ლაბორატორიულ ტესტირებას, სერვისის მონიტორინგს ან/და იკვლევს საქონლის ეტიკეტებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება მიმართულების სოციალურ არხებზე.

 

2009 წლიდან დღემდე, მიმართულების გუნდმა არაერთი საინტერესო საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, რომელმაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ბოლო წლებში მოქალაქეების გააქტიურებისა და მათი ჩართულობის ხარისხის გაზრდის მიზნით მომხმარებლის დაცვის მიმართულებაში აქტიურად იგეგმება სხვადასხვა ტიპის ქრაუდფანდინგ ინსტრუმენტების გამოყენება. 

 

მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა

www.momxmarebeli.ge-ს ყოველწლიურად ჰყავს ასეულობით ათასი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუქის გვერდს www.facebook.com/momxmarebeli.ge/ 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით ჰყავდა 29 630-ზე მეტი მიმდევარი. მათი რაოდენობა სტაბილურად მზარდია. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმართულების ვებგვერდს

მიღწევები და შესაძლებლობები

2009

წლიდან მომხმარებლის უფლებების დაცვაში

5013

ლარი შემოწირულობის სახით 2013 წლიდან

559

შემოწმებული პროდუქტი 2017 წლიდან

84

გამოვლენილი დარღვევა 2017 წლიდან

1043

ინდივიდუალური კონსულტაცია

სიახლეები

team

კამპანია რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის შესამოწმებლად

საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრე...

17.10.2023 სრულად ნახვა
იხილეთ მეტი

საინფორმაციო რესურსები

სურსათის უვნებლობა

მომხმარებლის უფლებების დაცვა

ჯანსაღი კვება

მომხმარებლის უფლებების დაცვა