ჩვენი საიტები
GE

ორგანიზაციის 3 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მისიის მიღწევას 3 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება ემსახურება, რომლიც თავის მხრივ აერთიანებს სხვადასხვა თემატურ მიმართულებებს. ორგანიზაცია, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად მუშაობს აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე.

I სტრატეგიული მიმართულება - სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ორგანიზაციაში მიმდინარე ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ამოცანა, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საკუთარი მიზნობრივი ჯგუფების ინტერესების დაცვის და მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. 

სამოქალაქო სექტორის განვითარების ქვეშ ერთიანდებიან - თემის განვითარების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებები

 

ძირითადი საქმიანობის ფორმები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა; მათი ფუნქციონირებისთვის ხელმშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; მათი თემატური პროექტებისა თუ ორგანიზაციული განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობების ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერა, სხვადასხვა საგრანტო პროგრამების საშუალებით; თემატური კვლევების ჩატარება საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე; საზოგადოებრივი ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების ინფორმირება და მათ შორის კონტაქტების დამყარება, ქსელური საქმიანობის ხელშეწყობა; ადგილობრივი რესურსების მობილიზების ახალი მექანიზმების და პრაქტიკის დანერგვა/პოპულარიზაცია (სათემო ფონდი, იდეების აქუციონი და სხვა); სოფლად, თემის დონეზე მოქმედი ჯგუფებისათვის საგანმანათლებლო და ფინანსური შესაძლებლობების შექმნა; განსაკუთრებით ახლადშექმნილი ჯგუფებისთვის ინტენსიური მხარდაჭერის შათავაზება პროექტების განხორციელების პროცესში და მათი დაკავშირება სხვადასხა ექსპერტიზის მქონე ორგანიზაციებთან.

 

II სტრატეგიული მიმართულება - ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობა

ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობის ამოცანას ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით უკვე ორგანიზაცია 1998 წლიდან მუშაობს.

ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობის ქვეშ ერთიანდებიან - მომხმარებლის უფლებების დაცვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებები

 

ძირითადი საქმიანობის ფორმები

ბიზნეს კომპანიებთან აქტიური მუშაობა მათთვის ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდების, ცნობიერების ამაღლების და პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის სტიმულირების მიზნით; სხვადასხვა სექტორთან მუშაობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით; CSR-ის განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება; საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების (CSR ანგარიშის) დამკვიდრების ხელშეწყობა; პრო ბონო კონცეფციისა და პრაქტიკების დამკვიდრება; საკონსულტაციო სერვისები კომპანიებისათვის CSR-ის საკითხებზე; დამწყები და არსებული სოციალური საწარმოების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა; სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის სხვადასხვა სასწავლო რესურების განვითარება; ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია; მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება; სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი; მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე დაკვირვება და საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება; რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად; იურიდიული კონსულტაციები მომხმარებლებისათვის.

 

III სტრატეგიული მიმართულება - კარგი მმართველობის ხელშეწყობა

კარგი მმართველობის ხელშეწყობით ორგანიზაცია ხელს უწყობს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს, შესაბამისად განსაკუთრებულ ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ეთმობა. 

კარგი მმართველობის ხელშეწყობის ქვეშ ერთიანდებიან - კარგი მმართველობის და ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებები

 

ძირითადი საქმიანობის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ექსპერტული კვლევების ჩატარება; საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ამა თუ იმ ასპექტის შესრულების ექსპერტული შეფასებების წარმოება და დიაგნოსტიკური ანგარიშების მომზადება; რეკომენდაციების მომზადება ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტების პრობლემების გადაწყვეტისათვის; ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის რეფორმების ადვოკატირება, ასევე რეგიონალური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით მონიტორინგი, რეკომენდაციები, კონსულტიაციები; საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების შესრულების ხელშეწყობაში ჩართვისათვის; ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებაში რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციებს უნარების და შესაძლებლობების გაძლიერება საგრანტო კონკურსების საშუალებით; საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ვებრესურს გვერდი www.asocireba.ge-ს შექმნა; შემეცნებით ვიდეო გაკვეთილებით, სახალისო ქვიზებით  ევროასოცირების ხელშეკრულების სხვადასხვა სფეროების შესრულების შესახებ კვლევების და პუბლიკაციების სახით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.