ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

მულტიფუნქციური ცენტრი ფოთში - ლიმენა / დონორი: ევროკავშირი

ა(ა)იპ ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი

მიმართულებები: სოციალური მეწარმეობა
  • ბიუჯეტი: 14 000 ევრო
  • რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • ხანგრძლივობა: 2023/09/01-2025/09/01
  • სტატუსი: მიმდინარე

რინგო ქალაქის სამსახურში / დონორი: ევროკავშირი

ა(ა)იპ რინგოვეტი

მიმართულებები: სოციალური მეწარმეობა
  • ბიუჯეტი: 14 000 ევრო
  • რეგიონი: თბილისი
  • ხანგრძლივობა: 2022/05/17-2025/05/17
  • სტატუსი: მიმდინარე

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების (GBV/DV) დასაქმების უნარების გაუმჯობესება ტურიზმის სექტორში / დონორი: ევროკავშირი

ა(ა)იპ კახეთის მედია ცენტრი

მიმართულებები: სოციალური მეწარმეობა
  • ბიუჯეტი: 14 000 ევრო
  • რეგიონი: კახეთი
  • ხანგრძლივობა: 2023/02/06-2025/02/06
  • სტატუსი: მიმდინარე

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით იმერეთის რეგიონში სარეალიზაციოდ გამოტანილი ძირითადი ბოსტნეულისა და ხილის ქიმიური შედგენილობის მონიტორინგი სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე / დონორი: ე

ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 34 420.5 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2023/05/01-2024/12/31
  • სტატუსი: მიმდინარე

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368