ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 19 600 ლარი
  • რეგიონი: შიდა ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2024/02/15-2024/09/15
  • სტატუსი: დასრულებული

შშმ ბავშვთა ინტერესების დაცვა ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

ნაბიჯი ხარაგაული

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 19 597.20 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2024/02/15-2024/09/15
  • სტატუსი: დასრულებული

ენერგოაუდიტი და ცნობიერების ამაღლება ქედაში / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

ენერგოეფექტურობის ინსტიტუტი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 19 600 ლარი
  • რეგიონი: აჭარა
  • ხანგრძლივობა: 2024/03/10-2024/09/10
  • სტატუსი: დასრულებული

ენერგოეფექტურობა ცაგერსა და ლენტეხში ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფონზე / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

მწვანე რეგიონები

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 19 586 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2024/02/10-2024/09/10
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368