ტრენინგის მიზანია, ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევისთვის საჭირო, სპეციფიკური უნარების განვითარება/გაუმჯობესება. ეფექტური მომსახურების ძირითად პრინციპებთან და სტანდარტებთან ერთად ტრენინგ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია არავერბალური კომუნიკაციის გამოყენებაზე, სატელეფონო ზარის მართვაზე, სიჩუმის მართვასა და სატელეფონო ზარების პროფესიონალურად დასრულებაზე.
ტრენინგი განკუთვნილია ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის და ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც სატელეფონო ურთიერთობა აქვთ კლიენტებთან.
მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 1-3 დღე