ჩვენი საიტები
GE
ეფექტური გაყიდვები

ეფექტური გაყიდვები

  • 15
  • 5 დღე

ეფექტური გაყიდვები

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს გაყიდვის უნარების გაუმჯობესებაში შესაბამისი ცოდნის მიწოდებისა და პრაქტიკული გამოცდილების შექმნის საშუალებით.

მონაწილეები გაეცნობიან გაყიდვის თანამედროვე მოდელსა და მიდგომებს, ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და აპრობირებულ ტექნიკებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ კლიენტზე ორიენტირებული გაყიდვის პროცესის ეფექტურად წარმართვას.

ტრენინგი განკუთვნილია გაყიდვების სფეროში მომუშავე, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კონსულტანტებისთვის/გაყიდვების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ტრენინგის მორგება შესაძლებელია როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლების საჭიროებებზე; აგრეთვე გამავალ ზარებზე მომუშავე ქოლ-ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნებზე.

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე

განხილული თემატიკა

  • ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა: 
  • გაყიდვების პროცესის ეტაპები
  • დაგეგმვა და მომზადება
  • ნდობის მოპოვება/რაპორტის დამყარება
  • კლიენტის საჭიროებების დადგენა
  • საჭიროების დადგენის ტექნიკები (ADAPT, SPIN)
  • პროდუქტის/ მომსახურების შეთავაზება
  • Cross Sell და Up-Sell ტექნიკების გამოყენება
  • რთული სიტუაციების მართვა
  • უარებთან გამკლავება
  • გაყიდვების პროცესის დახურვა