ჩვენი საიტები
GE

ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე

ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, მართვას ტრენინგს "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე".

ტრენინგის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, ხელი შეუწყოს ამ სფეროში ასოცირების შეთანხმების შესრულების საზოგადოებრივ მონიტორინგსა და ადვოკატირებას.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის ინტელექტუალური საკუთრება და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და აღსრულება ეროვნულ, საერთაშორისო და რეგიონულ (ევროკავშირის) დონეზე;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზება და გადმოღება ევროკავშირთან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
  • ინტელექტუალური სამართლის საკითხები ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისას - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება.

 

ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს ZOOM აპლიკაციის საშუალებით.

 

ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 7 მაისი, 24:00 საათი.

ტრენინგზე სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/czOZ8

 

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 

ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

გაზიარება