ჩვენი საიტები
GE

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნული კონფერენცია

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნული კონფერენცია

CSRDG-მ ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციის მიზანი იყო შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისთვის შექმნილი ინოვაციური და საქართველოს რეალობისთვის უნიკალური მიდგომის წარდგენა. 

კონფერენციაზე განიხილეს საქართველოში სოციალური მომსახურების სფეროს განვითარების პერსპექტივები, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უპირატესობები და ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება. 

კონფერენცია განხორციელდა  ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან ერთად.

ფოტო გალერეა

იხილეთ ვიდეო

გაზიარება