ჩვენი საიტები
GE

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

ვინ არიან ის პარლამენტარები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იღებენ?

ამ კანონპროექტის ლოგიკას თუ გავყვებით, მისი აქტიური მხარდამჭერები წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ „უცხოურ ძალაში“ ან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებში“.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს - ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი - 6 წლის მანძილზე მუშაობდა გერმანული ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

2015-2017 წლები - მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი“ (DGStZ).

2008-2009, 2010 წლები - მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში.

იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებსაიტი https://parliament.ge/parliament-members/5881/biography.


#კიევროპას

#არარუსულკანონს

გაზიარება