ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველს მომხმარებლებს?

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

მიმართულებები: მომხმარებლის უფლებების დაცვა
  • ბიუჯეტი: 6 421 ლარი
  • რეგიონი: აჭარა
  • ხანგრძლივობა: 2016/10/01-2017/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია დმანისის მუნიციპალიტეტში

ა(ა)იპ “დმანისელები“

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 8 806 ლარი
  • რეგიონი: ქვემო ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2016/10/01-2017/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

ღია კარი ყველასთვის

ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ლამარია

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 4 179.05 ლარი
  • რეგიონი: კახეთი
  • ხანგრძლივობა: 2016/10/03-2017/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

ცოდნა სინათლეა

ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ნინოწმინდა

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 10 852 ლარი
  • რეგიონი: კახეთი
  • ხანგრძლივობა: 2016/10/03-2017/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368