ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის სიახლოვის მონიტორინგი

საზოგადოება "ბილიკი" / ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 13949 ლარი
  • რეგიონი: შიდა ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2017/12/01-2019/02/28
  • სტატუსი: დასრულებული

ადგილობრივი თვითმმართველობის როლი EUAA დღის წესრიგის შესრულებაში - ასოცირების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მა

ქვემო ქართლის მედია / ბოლნისის ენის სახლი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 4992 ლარი
  • რეგიონი: ქვემო ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2018/06/01-2019/02/28
  • სტატუსი: დასრულებული

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი

მწვანე კავკასია / სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 5000 ლარი
  • რეგიონი: ქვემო ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2018/06/01-2019/02/28
  • სტატუსი: დასრულებული

ლენტეხის თვითმმართველობის ორგანოების მიერ რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიზნების შესაბამისი მიზნების შესრულების მონიტორინგი.

საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი / კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 4900 ლარი
  • რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი
  • ხანგრძლივობა: 2018/06/01-2019/02/28
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368