ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

სოციალური საწარმო წნული

ა(ა)იპ კასპის შშმ პირთა კავშირი

მიმართულებები: სოციალური მეწარმეობა
  • ბიუჯეტი: 44 908 ლარი
  • რეგიონი: შიდა ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2018/09/03-2019/09/02
  • სტატუსი: დასრულებული

ხანდაზმული ადამიანები საკუთარი თავის და საზოგადოების გასაძლიერებლად

პენსიონერთა ასოციაცია

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 3990 ლარი
  • რეგიონი: კახეთი
  • ხანგრძლივობა: 2019/03/01-2019/08/31
  • სტატუსი: დასრულებული

გავიცნოთ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 4000 ლარი
  • რეგიონი: ქვემო ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2019/03/01-2019/08/31
  • სტატუსი: დასრულებული

ადგილობრივი მედია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის

გორის თემის რადიო მოზაიკა

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 4000 ლარი
  • რეგიონი: შიდა ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2019/03/01-2019/08/31
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368