ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

პანდემიის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების შინმოვლის სერვისის დანერგვა / საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"

ახალგაზრდული საბჭო

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 7 700 ლარი
  • რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • ხანგრძლივობა: 2020/10/05-2020/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

არ ხარ მარტო / საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"

თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასოციაცია “იმერეთი”

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 7 997.50 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2020/10/05-2020/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

ფ.პ. იათამზე შარია - ფაქიზო / დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა და საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"

ფ.პ. იათამზე შარია

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 3 000 ლარი
  • რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • ხანგრძლივობა: 2020/10/05-2020/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

ი.მ ლამზირა კვარაცხელია -,,მორთი’’ - საცხობი / დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა და საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"

ი.მ ლამზირა კვარაცხელია

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 2 470.54 ლარი
  • რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • ხანგრძლივობა: 2020/10/01-2020/12/31
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368