ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

ნარჩენების ეფექტური მართვისთვის

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი"

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 34740 ლარი
  • რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი
  • ხანგრძლივობა: 2022/08/01-2023/08/01
  • სტატუსი: დასრულებული

ენერგოეფექტურობა სამეგრელოსა და იმერეთში საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფონზე

მწვანე რეგიონები

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 34977 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2022/08/01-2023/08/01
  • სტატუსი: დასრულებული

თელავისთვის / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

თელავის სათემო ფონდის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი - ნანა გარჯიკაული

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 5 770 ლარი
  • რეგიონი: კახეთი
  • ხანგრძლივობა: 2022/09/26-2023/06/20
  • სტატუსი: დასრულებული

ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

დემოკრატიის ვირტუალური აკადემია

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 28 000 ლარი
  • რეგიონი: თბილისი
  • ხანგრძლივობა: 2022/11/01-2023/05/31
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368