ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

სათემო ფონდი - ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

საინიციატივო ჯგუფი „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 30 000 ლარი
  • რეგიონი: გურია
  • ხანგრძლივობა: 2023/03/20-2024/04/20
  • სტატუსი: დასრულებული

ავტომატიზირებული სიძულვილის ენის მონიტორინგი, მედიაში და სოციალურ მედიაში / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

მეტამაინი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 27977.6 ლარი
  • რეგიონი: თბილისი
  • ხანგრძლივობა: 2022/11/01-2024/03/31
  • სტატუსი: დასრულებული

სურსათის უვნებლობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ კვების ობიექტებში მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 35 000 ლარი
  • რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი
  • ხანგრძლივობა: 2023/04/20-2024/03/31
  • სტატუსი: დასრულებული

„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სოფელ სამშვილდეში“ / დონორი: ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"

ა(ა)იპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

მიმართულებები: სოციალური მეწარმეობა
  • ბიუჯეტი: 14 000 ევრო
  • რეგიონი: ქვემო ქართლი
  • ხანგრძლივობა: 2022/03/16-2024/03/16
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 22 დასრულებული: 368