ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს თემთან მუშაობის პრინციპების გააზრებაში და შესაბამისი უნარების განვითარებაში. ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გააანალიზებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლს თემის განვითარებაში, იმსჯელებენ თემთან მუშაობის მნიშვნელობაზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე. მონაწილეები, აგრეთვე, გავარჯიშდებიან მეთოდების გამოყენებაში, რომლებიც დაეხმარება მათ თმთან კომუნიკაციასა და შესაბამისი სამუშოების წარმართვაში.
ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული სათემო ჯგუფებისთვის.
მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე