ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ პროექტის წერისთვის აუცილებელი უნარები. ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან პროექტის შემუშავების ძირითად პრინციპებსა და პროექტის წერის პროცედურებს. აგრეთვე, გაიაზრებენ გუნდის ჩართულობის მნიშვნელობას. ტრენინგზე განიხილება სხვადასხვა დონორისთვის მისაღები ტერმინოლოგია და მათი მოთხოვნები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მეტი დროის დათმობა კონკრეტული დონორის მოთხოვნებისათვის.
ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე