ტრენინგის მიზანია, მონაწილეებმა გაიაზრონ ლიდერობის არსი, განსაზღვრონ, რას ნიშნავს ეფექტური ლიდერობა, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ლიდერების არსებობა და როგორ არის შესაძლებელი გუნდის წარმატებით გაძღოლა. ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები, აგრეთვე, გააანალიზებენ, რა არის გუნდი, როგორ ხდება კარგი და ეფექტიანი გუნდის ჩამოყალიბება და რა როლი აქვს ამ პროცესში ლიდერს.
ტრენინგი ძირითადად განკუთვნილია მენეჯერებისთვის, სხვადასხვა განყოფილების, ქვეგანყოფილების თუ მცირე გუნდის ხელმძღვანელებისთვის.
მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2 დღე