გაფართოებისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა სოციალურ საწარმოებს CSRDG-სგან და გავლენის ფონდ "აქციოსგან"
ვაცხადებთ ინტერესების გამოხატვის კონკურსს 50 000 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად
მაშინ გამოხატე ინტერესი 14 ოქტომბრამდე და გაზარდე შენი საწარმოს სოციალური და ეკონომიკური შედეგების მასშტაბები აქციოსა და CSRDG-ს მხარდაჭერით!
აქციო საქართველოში პირველი გავლენის ფონდია, რომლის მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.
"აქციო" დაფუძნდა CSRDG-ს მიერ, ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში.