ჩვენი საიტები
GE

B2B გამოფენა 2023

B2B გამოფენა 2023

სექტორთაშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 27 ოქტომბერს გაიმართება

რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 27 ოქტომბერს გაიმართება. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს სოციალურ საწარმოებს B2B გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. B2B გამოფენა ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმართება. 2023 წელს B2B გამოფენის ვერცხლის სპონსორია ალგი აუდიტი.

თარიღი და ადგილმდებარეობა

27 ოქტომბერი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი, თელავის ქუჩა #20, თბილისი, საქართველო.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა

სოციალური საწარმოებისთვის: 

  • წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან;
  • სოციალურმა საწარმოებმა გაიცნონ და გააღრმავონ პარტნიორობა ერთმანეთთან;
  • გამოფინონ და მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია/სერვისი.

ბიზნესებისთვის:

  • გაეცნონ 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას, დანერგონ და/ან განავითარონ პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა;
  • შექმნან მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

მიზანი

გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

ფორმატი

B2B გამოფენაზე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს და მათი ინტერესების შესაბამისად აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში.

გაითვალისწინეთ: მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია. სოციალური საწარმოების შერჩევა მოხდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება წარმადობას, მდგრადობას, პროდუქციის წარმოების რაოდენობას, ბრუნვას, გასულ წლებში B2B გამოფენაში ჩართულობის შედეგად მიღწეულ შედეგებს, ოპერირების ხანგრძლივობას, და ა.შ.

დაინტერესებული სოციალური საწარმოებისთვის

დაინტერესებულ სოციალურ საწარმოებს CSRDG ღონისძიებისთვის სთავაზობს მრავალკომპონენტიან მხარდაჭერას:

  • ტრენინგი სოციალური საწარმოებისთვის წარმატებული B2B შეთავაზებების მოსამზადებლად. ტრენინგი დაფარავს B2B მოლაპარაკების კომუნიკაციის საკითხებს, ასევე, სოციალურ საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ვორქშოფში და ადგილზე განავითარონ B2B შეთავაზებები;
  • გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც 300-ზე მეტი სტუმარი დაეწსრება 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანიიდან და ორგანიზაციიდან. საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ  შემოსავლები როგორც ადგილზე გაყიდვების, ისე საპარტნიორო კონტრაქტების მეშვეობით;
  • ინდივიდუალური B2B შეხვედრების შესაძლებლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
  • მენტორინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 5-6 შერჩეული სოციალური საწარმოსთვის ინდივიდუალურად ბიზნესკომპანიასთან მუშაობას გამოფენის შემდგომ, B2B პარტნიორობების გასაღრმავებლად.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 აგვისტოს ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული

მონაწილეობის საფასური

გამოფენაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. 

გაითვალისწინეთ: მხოლოდ სოციალური სერვისების მიმწოდებელი სოციალური საწარმოები არიან გათავისუფლებულები მონაწილეობის საფასურისაგან.

გამოფენის შესახებ

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 2023 წლის B2B გამოფენის ვერცხლის სპონსორია ალგი აუდიტი.

წინა წლის გამოფენის შედეგები

2022 წელს, მესამე B2B გამოფენის შედეგების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

იხილეთ 2022 წლის B2B გამოფენის საიმიჯო ვიდეორგოლი.

 

 

გაზიარება