საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს ვაკანსიას პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
•რეზიუმე (СV) ინგლისურ ენაზე თანდართული ფორმატის მიხედვით;
•სამოტივაციო წერილი;
•ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოთხოვნილი დოკუმენტაცია, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: maka.asambadze@csrdg.ge
და წერილის სათაურში მიუთითოთ „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი“
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 აგვისტო, 2023 წელი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან 10 დღის მანძილზე.