ჩვენი საიტები
GE

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის

პროექტი მზიანად ისახავდა ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარებას, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

პროექტის შედეგები - ჩატარდა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების კვლევა; შეიქმნა და გამოიცა ხანდაზმულთა და შშმ პირთა სოციალური მომსახურების შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების პაკეტები: ხარისხის მართვის სახელმძღვანელო, შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო, შეზღუდვის დოკუმენტი, სხვადასხვა ინსტრუმენტები და ორგანიზაციული სახელმძღვანელოები; სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციების 57 წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგები უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების დაგეგმვის, მიწოდების და შეფასების შესახებ. 7 მუნიციპალიტეტში მოხდა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების პილოტირება. სოციალური მომსახურების მიმწოდებელ 8 ორგანიზაციას გაეწია მხარდამჭერი მონიტორინგი. უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურება ინტეგრირდა სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, შეიქმნა საკითხავი მასალა; განხორციელდა სოციალური მუშაობის აღსრულების მონიტორინგი და საადვოკაციო კამპანია, გამოიცა 3 ჩრდილოვანი ანგარიში; შეიქმნა და გამოიცა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სახელმწიფო სტანდარტი. ჩატარდა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების პირველი ეროვნული კონფერენცია.

პროექტის ღირებულება: 420 000 ევრო

დონორები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ავსტრიის განვითარების სააგენტო

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

ხანგრძლივობა: 13/12/2019 - 12/12/2022

გაზიარება