ჩვენი საიტები
GE

ტრენინგი: ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება)

ტრენინგი: ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება)

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებას. 

ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 23-24 თებერვალს ZOOM აპლიკაციის მეშვეობით, ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება), რომელზეც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით მონიტორინგისა და ადვოკატირების აუცილებლობა;
  • გამოცდილების გაცვლის სესია  თემაზე - გზშ პროცედურები ევროპაში;
  • აქტუალური სესია/ლექცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ასოცირების შეთანხმების შესაბამისი ნაწილის (გარემოს დაცვა - გარემოსდაცვითი ნებართვები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება) განხორციელების კუთხით;
  • სსო-თა ორგანიზაციული განვითარება: კონცეფცია, აუცილებლობა, ინსტრუმენტები, საშუალებები, შესაძლებლობები.

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურად შეიმუშავებენ ზოგადი მონიტორინგისა და თემატური მონიტორინგის პროექტების იდეებს, წარუდგენენ მათ ტრენინგის მონაწილეებსა და ექსპერტებს და მიიღებენ უკუკავშირს.

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 17 თებერვალი, 24:00 სთ. 

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთხოვთ შეავსონ განაცხადი https://rb.gy/0jap6l

ონლაინ ტრენინგის ბმული და დღის წესრიგი შერჩეულ მონაწილეებს დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.

გაზიარება