ჩვენი საიტები
GE

"ესკი" სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზია/შოურუმი

"ესკი" სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზია/შოურუმი

CSRDG-ს ლიდერობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში,  სოციალურ საწარმოთა ალიანსმა 16 სექტემბერს სოციალური საწარმოების პროდუქციის მაღაზია/შოურუმი "ესკი" გახსნა. 

"ესკი" სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზია/შოურუმია, რომელმაც პირველად გააეთიანა სოციალური მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში.

ამ ეტაპზე მაღაზია/შოურუმში 20 სოციალური საწარმოს პროდუქციაა წარმოდგენილი.

  • ,,ესკი“ ქალაქ თბილისში, ნატო ვაჩნაძის #7-ში მდებარეობს და მისი კარი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მაღაზია/შოურუმი ევროკავშირისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

გაზიარება