პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოში პროექტის ფარგლებში შემდეგი ამოცანების განხორციელებაა დაგეგმილი:
სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიცირებისა (Impact Investing) და ვენჩურული ფილანტროპიის (Venture Philanthropy) პოპულარიზაცია;
სოციალური ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პროექტის ღირებულება: 505,500 ევრო
დონორები: ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში
პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA)
პარტნიორი ორგანიზაციები: სილაბ უკრაინა (SiLab Ukraine), ეკოვიზიო (Ecovisio), იმფაქთ ჰაბ ერევანი (Impact Hub Yerevan), განათლების ჰაბი (Education Hub)
პროექტის ხანგრძლივობა: 01/01/2021 – 31/08/2025