ჩვენი საიტები
GE

სწავლებისა და დასაქმების 4 შესაძლებლობა რეგიონებისთვის

სწავლებისა და დასაქმების 4 შესაძლებლობა რეგიონებისთვის

თუ ცხოვრობ გურიაში, ქვემო ქართლსა ან კახეთში, პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სრულად დაფინანსებულ ტრენინგკურსებზე 4 მიმართულებით: 

  • სამეწარმეო უნარების კურსი - საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველებისთვის;
  • დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსი;
  • ფრილანსერობით/დისტანციურად დასაქმებით დაინტერესებულებისთვის კურსი;
  • საოფისე პროგრამების კურსი. 

 

პროექტის ფარგლებში შექმნილი, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების ბაზაზე შემუშავებული სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა საჭიროებებს და პასუხობს დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.  

 

რას შეისწავლის კურსების ფარგლებში?

1. საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველებისთვის სამეწარმეო უნარების კურსი 

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • სამეწარმეო უნარების გაძლიერება, ბაზრის ანალიზი, პროდუქციის შექმნა, რესურსების მოძიება/მობილიზება,
  • სუბიექტად რეგისტრაცია;
  • რისკების მართვა;
  • ბიზნესგეგმის შედგენა,
  • მარკეტინგი (ციფრული მარკეტინგი);
  • ლიდერობა, მართვისა და დელეგირების უნარები, კონფლიქტების მართვა, ემოციური ინტელექტი, საქმიანი წერილობითი კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკების ტექნიკები და ეფექტური თვით-პრეზენტაცია;
  • მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები და მონაწილეობის პირობები.

 

2. სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსი. 

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • სოციალური უნარები: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ეფექტური უკუკავშირი, მოსმენის ტექნიკები;
  • სამუშაოს მოძიების უნარები: CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა, სამუშაოს მოძიების პლატფორმები, გასაუბრების ძირითადი პრინციპები, LinkedIn გვერდის შექმნა;
  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება, თვითმენეჯმენტი, სამუშაო დროის სწორად განაწილება;
  • ტექნოლოგიური უნარები: Google-ის ინსტრუმენტები (Gmail, Google Drive, Google Form);
  • Skype, Zoom და სხვა პლატფორმების მოხმარება.

 

3. ფრილანსერობით/დისტანციური დასაქმებით დაინტერესებულთათვის კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში;
  • კონკრეტული პლატფორმები, რომლებიც დაგეხმარებათ, გახდეთ წარმატებული ფრილანსერი;
  • პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზები და ამ პროფესიების შესწავლის საშუალებები;
  • დროის პროდუქტიულად მართვა, საქმიანი კომუნიკაცია და ფინანსური განათლება.

დამატებით, კურსების მონაწილეებისთვის იმართება მასტერკლასები და შეხვედრები სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან.

4. საოფისე პროგრამების კურსი.

 ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ელ-ფოსტის (Gmail) სრულყოფილად გამოყენება;
  • Excel-ში დოკუმენტის შექმნა,მისი ფუნქციები, მოცულობით ცხრილებზე მუშაობა და ა.შ.
  • Word-ში დოკუმენტის შექმნა, ტექსტების რედაქტირება, ცხრილების შექმნა, ძებნა, შეცვლა, სტილების გამოყენება და ა.შ.
  • PowerPoint-ში დოკუმენტის შექმნა, სლაიდების განლაგება, სექციებად დაყოფა, სლაიდების ელემენტების ანიმაცია და ა.შ.

 

სად გაიმართება ტრენინგები?

ტრენინგების საგაზაფხულო და საზაფხულო ციკლი დაგეგმილია შემდეგ ლოკაციებზე: გურია - ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;

ქვემო ქართლი - თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა;

კახეთი - ლაგოდეხი, თელავი.

 

როგორ დარეგისტრირდეთ კურსზე? 

სამეწარმეო, დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და საოფისე პროგრამების კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:   https://cutt.ly/29FXKaJ

ფრილანსერობით და დისტანციურად დასაქმებით დაინტერესებულები კურსზე რეგისტრაციას შეძლებთ აქ:  https://cutt.ly/e21RPbf 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 

ტრენინგკურსებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: არის 16 ან მეტი წლის; ცხოვრობს გურიაში, ქვემო ქართლში ან კახეთში; აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი; ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ A2 დონეზე; დარეგისტრირებულია დასაქმების მსურველად "სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში."

 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი პროექტის მონაწილე:

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს გურიაში, ქვემო ქართლსა და კახეთში, არის 16 წელის და მეტის, ვისაც სურს აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები თუ მისწრაფებები, მიიღოს ახალი ცოდნა და გამოცდილება, განივითაროს უნარები და გადადგას ახალი კარიერული ნაბიჯები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს რეგიონში არსებულ სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებს:

 

ოზურგეთი - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;

ტელ: 571 09 49 49;  557 92 35 79

ელ-ფოსტა: ypuozurgeti.lesc@gmail.com

მის: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #3

 

ჩოხატაური - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;

ტელ: 555 02 29 35; 577 59 46 59

ელ-ფოსტა: ypuchokhatauri.lesc@gmail.com

მის: ქ. ჩოხატაური, გოგიბერიძის ქუჩა #7

 

ლაგოდეხი - საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია 

ტელ: 577 15 52 38; 595 60 01 95

ელ-ფოსტა: mziajavshanashvili@gmail.com; ekagongadze25@gmail.com

მის: ქ. ლაგოდეხი, კოსტავას ქუჩა #14

 

თელავი - კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 

ტელ: 577 20 84 89

ელ-ფოსტა: meri_arjevanidze@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge

მის: ქ.თელავი, რუსთაველის გამზირი #93

 

თეთრიწყარო - თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი 

ტელ: 577 90 39 54; 574 19 21 15

ელ-ფოსტა: tyctetritskaro@gmail.com

მის: ქ. თეთრიწყარო, რუსთაველის ქუჩა #27

ბოლნისი - ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 

ტელ: 598 90 00 73; 596113211

ელ-ფოსტა: zurabashviliq983@gmail.com; merikotamazashvili@gmail.com

მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა #197 

 

ტრენინგკურსები გაიმართება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად ახორციელებს.

გაზიარება