ჩვენი საიტები
GE

გავლენის ინვესტორთა კლუბის შეხვედრა

გავლენის ინვესტორთა კლუბის შეხვედრა

CSRDG-ს ოფისში გავლენის ინვესტორთა კლუბის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაიმართა იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელს ლუჩიანო ბალბოს, საქართველოში პირველი გავლენის ფონდ აქციოს პოტენციურ ინვესტორებსა და CSRDG-ს წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის მიზანი იყო ევროპაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ტენდენციებზე გამოცდილების გაზიარება, ასევე ამ მიმართულებით საქართველოში CSRDG-სა და გავლენის ფონდ აქციოს საქმიანობისა და გეგმების განხილვა.

შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია-EVPA.

გაზიარება