გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
გთავაზობთ მრავალკომპონენტიან მხარდაჭერას:
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალური საწარმოებისთვის:
- წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან;
- სოციალურმა საწარმოებმა გაიცნონ და გააღრმავონ პარტნიორობა ერთმანეთთან;
- გამოფინონ და მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია/სერვისი.
- ჩაერთონ მენტორინგის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურად ბიზნესმენტორებთან მუშაობას ბიზნეს შეთავაზებების მაღალ დონეზე მოსამზადებლად და გამოფენაზე წარსადგომად
- ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართონ ინდივიდუალური B2B შეხვედრები