ჩვენი საიტები
GE

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში.

წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, ფარგლებში. 

სათემო ორგანიზაციები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკუთარი თემების ცხოვრებაში, ზრდიან ცხოვრების ხარისხს, ხელს უწყობენ სოფლის განვითარებას. მათი მუშაობის გავლენა თემზე და შესაბამისად მთელ საქართველოზე უაღრესად დიდი და მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ სათემო თვითორგანიზებამ, დღემდე უკვე საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო, მაინც მწირია კვლევები ამ პროცესის, სათემო ჯგუფების და მათი განვითარების დინამიკისა თუ მიზნობრივ თემებზე მათი საქმიანობის გავლენის შესახებ. ასევე შეუსწავლელია სათემო ჯგუფების საქმიანობისა და მათი მცირე-ბიუჯეტიანი პროექტების (ე.წ. სათემო პროექტების) გავლენა თემზე. შესაბამისად, კვლევა ინოვაციურია ამ მიმართულებით. 

შეფასების შედეგად შესწავლილ იქნა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, როგორც ზოგადად სათემო ორგანიზაციების მუშაობის, ისე მათ მიერ განხორციელებული მცირე სათემო პროექტების გავლენისა თემზე. შეფასების შედეგად გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია სათემო ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე. კვლევითი სამუშაოები ჩატარდა 2021-2022 წლებში. 

იხილეთ კვლევის ონლაინ ვერსია

გაზიარება