ჩვენი საიტები
GE

CSRDG-სა და MBC-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

CSRDG-სა და MBC-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოში პირველი გავლენის ფონდ „აქციოს“ გავლენის ინვესტორების რიგს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “MBC” უკვე ოფიციალურად შემოუერთდა.

MBC პირველი კომპანიაა, რომელიც აქციოს მხარდამჭერი დაფუძნებიდანვე გახდა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის MBC-ს ოპერაციების დირექტორმა ეთო ჩაჩიბაიამ ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას.

პარტნიორობის მიხედვით, შემდგომი 5 წლის მანძილზე MBC აქციოში 25 000$-ის ინვესტიციას განახორციელებს და სოციალური საწარმოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გავლენის ფონდი CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის - EVPA მხარდაჭერით 2022 წელს დააფუძნა, პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისათვის“ ფარგლებში.

ACTIO.GE

გაზიარება