CSRDG, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს „მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ“.
საგრანტო კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის/კორპორაციული მდგრადობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, ამ გზით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება.
გრანტი გაიცემა მედია პროდუქტების მოსამზადებლად: სტატიების ან ბლოგების ციკლი/სერია ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში; გადაცემების ან სიუჟეტების ციკლი/ სერია ან რუბრიკა ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ მედია ორგანიზაციას - ტელევიზიას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რადიოს, - რომელსაც აქვს ა(ა)იპი სტატუსი; ან მედია ორგანიზაციაში დასაქმებულ ფიზიკურ პირს.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 5000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.
განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი - საპროექტო იდეის განაცხადი;
მეორე ეტაპი - სრული საპროექტო განაცხადი.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ფიზიკურმა პირებმა საპროექტო იდეის/სრული საპროექტო განაცხადის პაკეტი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrmediagrants@gmail.com.
საპროექტო იდეის განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი, 18:00
საკონტაქტო პირი:
ლიზი ლეჟავა
ტელ: 595 981 000
ელ.ფოსტა: csrmediagrants@gmail.com
დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით შემდეგ დღეებში: 23 მაისსა და 6 ივნისს, 2023 წ. - 11:00 საათზე.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/NLhX1nqunCU5X2t26
ორივე საკონსულტაციო შეხვედრის ბმული:
https://us02web.zoom.us/j/87951005050pwd=Q3NMU2p1RHEzSUowTG5HRVdhWjVIUT09
Meeting ID: 879 5100 5050
Passcode: 554871