საქართველოში ქალთა მხარდამჭერი პროექტის Mamabono Georgia განხორციელება იწყება, რომელიც დეკრეტში მყოფი ქალებისა და ახალბედა დედების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას ისახავს მიზნად.
CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლელა ხოფერია, რუსთავი 2-ის ეთერში, ინიციატივის შესახებ საუბრობს.
პროექტი შეიქმნა კომპანია MBC • ემბისის ინიციატივით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით.