პროექტი მიზნად ისახავდა - ხელი შეეწყო სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების მონაწილეობას სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე დიალოგში, საქართველოსა და უკრაინაში.
პროექტის შედეგები - 113 ორგანიზაცია დაესწრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების, სოციალური მომსახურების მიწოდებაში საბიუჯეტო თანხების ინტეგრირების გზებსა და საზოგადოების მონაწილეობაზე საკანონმდებლო რეგულაციების საკითხებზე გამართულ ტრენინგებს. ღია კონკურსის გზით, შერჩეულმა 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მათზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების პაკეტები, რომელიც მოიცავდა ექსპერტებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და საორგანიზაციო განვითარების კრიტიკულ საკითხებზე მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს.
პროექტის ღირებულება: 133 985.4 ევრო
დონორი: არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)
პროექტის ხანგრძლივობა: 01/03/2015 – 28/02/2018