პროექტის მიზანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
სტრატეგიული ამოცანები:
1. სოციალური გავლენის მქონე ორგანიზაციების და ჯგუფების გაძლიერება, რათა მათ თვის მხრივ უკეთ შეუწყონ ხელი მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას.
2. გაცემის კულტურის ხელშეწყობა - მთავრობა, ბიზნესი, მოქალაქეები და ორგანიზაციები აქტიურად გასცემენ ყველა ტიპის რესურსს, მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის
3. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა, არსებული პოლიტიკის და პრაქტიკის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან ეფექტური ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის გზით.
პროექტის ღირებულება: 1 202 000 ევრო
დონორები: საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის"
ხანგრძლივობა: 2024-2026 წლები