საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.
კონკურსის მიზანი:
იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალოქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.
უპირატესობა მიენიჭება:
წარსადგენი განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: star.community.grants@gmail.com
გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.
განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 იანვარი, 24:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.