ჩვენი საიტები
GE

პირველი გავლენის ფონდის "აქციო" პრეზენტაცია

პირველი გავლენის ფონდის "აქციო" პრეზენტაცია

22 ივნისს, სასტუმრო რედისონში საქართველოში პირველი გავლენის ფონდის “აქციო” პრეზენტაცია გაიმართა.

აქციო მხარს დაუჭერს სოციალური საწარმოების გაძლიერებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის მასშტაბების ზრდაში. 

პრეზენტაციას 60-ზე მეტი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები.

მოეწყო სოციალური საწარმოების გამოფენა. სოციალურმა მეწარმეებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი საქმიანობა და ისაუბრეს ფონდზე, როგორც უნიკალურ შესაძლებლობაზე მათთვის ეკონომიკური და სოციალური გავლენის მასშტაბების ზრდაში.

"აქციო" დაფუძნდა CSRDG-ს მიერ, ევროკომისიისა და EVPA-ს ხელშეწყობით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის" ფარგლებში. ღონისძიების სპონსორი იყო EFSE Development Facility.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია

გაზიარება