ჩვენი საიტები
GE

საგრანტო კონკურსი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება

საგრანტო კონკურსი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება

CSRDG, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება".

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული  რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.

კონკურსის ამოცანაა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით.

ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. თანაგანმცხადებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტში იყოს ჩართული. 

 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა - 35,000 ლარს. 

 

განაცხადების წარდგენის პროცედურა 

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას: 

  • პროექტის განაცხადი  - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #1 - პროექტის საქმიანობის გეგმა - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას. 
  • დანართი #2 - დეტალური ბიუჯეტი - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას. 
  • თანაგანმცხადებლის შემთხვევაში: დანართი #3 - თანაგანმცხადებლ(ებ)ის რწმუნებულება - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას. რწმუნებულება მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იყოს თითოეული თანაგანმცხადებელი ორგანიზაციის მიერ. 
  • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
  • განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
  • განმცხადებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღმწერი და შიდა-ორგანიზაციული დოკუმენტები, მათი არსებობის შემთხვევაში (სტრატეგიული გეგმა, ორგანიზაციული სტრუქტურა, შინაგანაწესი, საკადრო პოლიტიკა, ფინანსების მართვის პოლიტიკა და ა.შ.)

დეტალური ინფორმაცია განაცხადის შესახებ 

საგრანტო განაცხადის ფორმა

დანართი 1 - სამოქმედო გეგმა

დანართი 2 - ბიუჯეტი

დანართი 3 - რწმუნებულება

 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: aogrants.management@gmail.com

 განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მარტი, 18:00 საათი.

საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს

2023 წლის 4 აპრილისა. ამის თაობაზე პროექტის ხელმძღვანელები წერილობით პასუხებს მიიღებენ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: aogrants.management@gmail.com

კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე www.csrdg.ge.

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:

10.02.2023, 17.02.2023, 10.03.2023 - 12:00 სთ-ზე 

სამივე საკონსულტაციო შეხვედრის ბმული - 

https://us02web.zoom.us/j/88456707171?pwd=OFRzWHRReWhnMUFoVU14NVdZellpZz09

Meeting ID: 884 5670 7171

Passcode: 254127

გაცნობებთ, საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა გარემოს დაცვა.  შესაბამისად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2023 წლის 23-24 თებერვალს გთავაზობთ ონლაინ ტრენინგს ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით გარემოს დაცვაზე). 

ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, არაუგვიანეს 17 თებერვლისა.

ტრენინგზე სარეგისტრაციო ბმული: https://rb.gy/0jap6l

ტრენინგზე მონაწილეობისათვის მსურვებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა შესაბამისი ორგანიზაციიდან. 

ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია. მონაწილეთა დიდი რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს/ორგანიზაციებს, რომელთაც არ გაუვლიათ მსგავსი ტრენინგები. ტრენინგის ბმული მონაწილეებს დაეგზავებათ ელექტრინულ ფოსტაზე ინდივიდუალურად. 

გაზიარება