27 ივლისიდან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დისტანციურად დასაქმების მსურველებისთვის აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგკურსზე „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“.
კურსი სრულად დაფინანსებულია და მისი მიზანია ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებული შესაძლებლობები გააცნოს და კონკრეტული პროფესიები წარუდგინოს, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსაქმებლებისთვის.
რას შეისწავლით კურსის განმავლობაში:
- დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესაძლებლობებს საქართველოსა და მსოფლიოში;
- კონკრეტულ პლატფორმებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გახდეთ წარმატებული ფრილანსერი;
- პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებს და ამ პროფესიების შესწავლის საშუალებებს;
- საქმიან კომუნიკაციას და შემოსავლის მართვას.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:
- არის 16 ან მეტი წლის;
- ცხოვრობს გურიაში, ქვემო ქართლში ან კახეთში;
- აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი;
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ A2 დონეზე;
- დარეგისტრირებულია დასაქმების მსურველად "სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში."
ტრენინგკურსი მოიცავს 10 შეხვედრას, ემსახურება პროფესიების შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაცნობასა და კარიერულ არჩევანში დახმარებას. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში განიხილება მონაწილისთვის სხვა პროფესიული კურსის თანადაფინანსების საკითხი.
გაიგეთ მეტი დეტალი და გაიარეთ რეგისტრაცია
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. მიღებული აპლიკაციებიდან შერჩეულნი იქნებიან კანდიდატები, რომლებიც ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი, 2023 წელი.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი პროექტის მონაწილე, რეგისტრაციის დროს, აპლიკაციის შესაბამის კითხვაში მიუთითეთ აღნიშნული ინფორმაცია და ცენტრის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ. ან მიმართეთ თქვენს რეგიონში არსებულ სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს:
ოზურგეთი - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;
ტელ: 571 09 49 49; 557 92 35 79
ელ-ფოსტა: ypuozurgeti.lesc@gmail.com
მის: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #3
ჩოხატაური - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;
ტელ: 555 02 29 35; 577 59 46 59
ელ-ფოსტა: ypuchokhatauri.lesc@gmail.com
მის: ქ. ჩოხატაური, გოგიბერიძის ქუჩა #7
ლაგოდეხი - საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
ტელ: 577 15 52 38; 595 60 01 95
ელ-ფოსტა: mziajavshanashvili@gmail.com ; ekagongadze25@gmail.com
მის: ქ. ლაგოდეხი, კოსტავას ქუჩა #14
თელავი - კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
ტელ: 577 20 84 89
ელ-ფოსტა: meri_arjevanidze@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge
მის: ქ.თელავი, რუსთაველის გამზირი #93
თეთრიწყარო - თეთრიწყაროს ახალგა ზრდული ცენტრი
ტელ: 577 90 39 54; 574 19 21 15
ელ-ფოსტა: tyctetritskaro@gmail.com
მის: ქ. თეთრიწყარო, რუსთაველის ქუჩა #27
ბოლნისი - ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ტელ: 598 90 00 73; 591 90 02 45
ელ-ფოსტა: zurabashviliq983@gmail.com ; tornikeada@gmail.com
მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა #197
ტრენინგკურსი გაიმართება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.