პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
პროექტის ღირებულება: 112 600 ევრო
დონორები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ემპარდი.
პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
პარტნიორი ორგანიზაციები: დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD); ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR)
ხანგრძლივობა: 03/07/2017-28/02/2021