ჩვენი საიტები
GE

პროექტის შეფასების ტენდერი

პროექტის შეფასების ტენდერი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ აცხადებს შეფასების ტენდერს.

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის მისიაა  ხელი შეუწყოს კარგი მმართველობის, სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას,  ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

სამწლიანი პროექტი "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან სამ რეგიონში ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების საზოგადოებასთან ერთად. პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

 

აღნიშნული პროექტის შეფასებისთვის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს მომსახურების შესყიდვას.

 

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  28.07.2023

 

გაზიარება