"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებისათვის აცხადებს საგრანტო კონკურსს ქრაუდფანდინგის ანუ სახალხო დაფინანსების კამპანიების ჩასატარებლად.
დაინტერესებულმა ჯგუფებმა/ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com
განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი, 20:00 საათი.
დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:
საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.