ვინ არიან ის პარლამენტარები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იღებენ?
ამ კანონპროექტის ლოგიკას თუ გავყვებით, მისი აქტიური მხარდამჭერები წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ „უცხოურ ძალაში“ ან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებში“.
წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს - არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 4 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში.
2011-2012 წლებში მუშაობდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, დირექტორის მოადგილედ.
2006-2007 წლებში მუშაობდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის პროგრამაში, პროექტის კოორდინატორად.
იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებსაიტი https://parliament.ge/parliament-members.
#კიევროპას
#არარუსულკანონს